1.პროექტის სახელწოდება: საერთაშორისო ტერორიზმი-გლობალური პოლიტიკური პრობლემა
2.პროექტის მთავარი იდეა:
საერთაშორისო ტერორიზმი თანამედროვეობის ერთ-ერთი უაღრესად სერიოზული და მწვავე გლობალური პრობლემაა,მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში რომ,საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რა შედეგი მოსდევს ტერორისტების მოქმედებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების რეგიონებში.
3.პროექტის აქტუალობა:
ტერორი და ტერორიზმი ამა თუ იმ სახით ყოველთვის არსებობდა, მაგრამ პოლიტიკური ტერორიზმის (როცა ტერორისტული ქმედება პოლიტიკური მიზნის მეღწევას ემსახურება) ისტორიას მე-19-ე საუკუნის პირველი მეოთხედიდან იწყებენ, ზოგადად მე-19-ე საუკუნის ტერორიზმს რევოლუციურ ტერორიზმს უწოდებენ.მაგრამ ყველა შემთხვევაში ტერორიზმი არის საკუთარი მიზნის მისაღწევად გამოყენებული ძალადობა,რომელიც ხორციელდება უკიდურესი ფორმით (მკვლელობა,დაჭრა,აფეთქება,გატაცება,მძევლების აყვანა და ა.შ) ეს არის უაღრესად მძიმე დანაშაული რომელიც მუდმივ შიშში ამყოფებს,როგორც მოსახლეობას ისე ხელისუფლებასა და კრიტიკულ მდგომარეობაში აყენებს ქვეყანას.ტერორიზმი საყოველთაო, გლობალურ საფრთხედ იქცა უკანასკნელ ათწლეულებში, როცა მან საერთაშორისო ტერორიზმის ფორმა მიიღო და მთელ მსოფლიოს დაემუქრა.ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია ერთი რომელიმე ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის ფარგლებში და მთელი კაცობრიობის ერთიან ძალისხმევას მოითხოვს.
4.პროექტის მიზნები:
მივაწოდოთ საზოგადოებას შეძლებისდაგვარად სრული ინფორმაცია: ტერორიზმის სახეების შესახებ. ტერორის განხორციელების სხვადასხვა ფორმები, წამყვანი მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.
5.მონაწილეთა ასაკი: 12-18 წლის ჩათვლით.
6. ძირითადი რესურსები:
მოვიძიებ ინფორმაციას ინტერნეტში ანტი-ტერორიზმის შესახებ და განვათავსებ სხვადასხვა ბანერებზე და პლაკატებზე.
7.პროქტის მსვლელობისას ძირიტადი აქტივობები:
დაიყონ მონაწილეები ჯგუფებად, თითოეულ ჯგუფს მიეცეს დავალება: 1.რა განსხვავებაა ტერორიზმის სახეებს შორის? 2.როგორია სხვადასხვა სახის ტერორიზმის გეოგრაფიული განაწილება? 3. ტერორის განხორციელების რომელი ფორმებია სხვადასხვა ქვეყნებში.
8:საგნობთან საგნობრივი კავშირი_ისტორია
9:პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა ინასარიძე
10:ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: mananainasaridze@gmail.com
No comments:
Post a Comment